რუსეთმა, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ყველაზე მეტი სარაკეტო თავდასხმა ხარკოვის რეგიონში, ქალაქ იზიუმზე განხორციელა. - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.
მიისვე თქმით,იზიუმზე სულ 476 სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.
"რუსეთმა, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ყველაზე მეტი სარაკეტო თავდასხმა ხარკოვის რეგიონში, ქალაქ იზიუმზე განხორციელა, იზიუმზე სულ 476 სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. მეორე ადგილზეა მარიოპოლი მესამეზე კი - ნიკოლაევი". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press