უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადანაშაულა რუსეთი „ბარბაროსობაში“ ოდესის სამხრეთ პორტზე სარაკეტო იერიშის განხორციელების შემდეგ, რამაც საფრთხე შეუქმნა ერთი დღით ადრე გაფორმებული შეთანხმებით, შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვასა და ომის შედეგად გამოწვეული გლობალური საკვების დეფიციტის შემსუბუქებას.
ზელენსკის თქმით, თავდასხმა ნათელი მაგალითია იმისა, რომ მოსკოვს შეთანხმების განხორციელებაში არავინ არ უნდა ენდოს.
”ეს მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს: რასაც არ უნდა დაგვპირდეს რუსეთი , ის იპოვის გზებს, რომ არ განახორციელოს დადებული შეთანხმება. დღევანდელი რუსული სარაკეტო თავდასხმა ოდესაზე, ჩვენს პორტზე, არის ცინიკური და ეს იყო დარტყმა თავად რუსეთის პოლიტიკურ პოზიციებზე. თუ ვინმეს მსოფლიოში მაინც შეუძლია თქვას, რომ მასთან, რუსეთთან რაღაც დიალოგია საჭირო, რაღაც შეთანხმებებია საჭირო, ნახეთ რა ხდება. დღევანდელმა რუსულმა კალიბრებმა გაანადგურეს მსგავსი განცხადებების შესაძლებლობა," - აღნიშნა ზელენსკიმ.
ოდესაზე განხორციელებულმა დარტყმები დაგმეს გაეროს, ევროკავშირის, შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, გერმანიისა და იტალიის ოფიციალურმა პირებმა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა განაცხადა რომ „ეს თავდასხმა სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს რუსეთის ერთგულების სანდოობას გუშინდელი შეთანხმების მიმართ“.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press