თუ დასავლეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უფრო დიდი რადიუსის (100+ კილომეტრი) ამერიკული HIMARS-ის მრავალჯერად სარაკეტო სისტემას მიაწვდის, ომი მალე დასრულდება,- წერს პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი საკუთარ ,,ტვიტერის“ გვერდზე.
მისივე თქმით, იარაღი მინიმუმამდე შეამცირებს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რაოდენობას.
"თუ დასავლეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უფრო დიდი რადიუსის ((100+ კილომეტრი) ამერიკული HIMARS-ის მრავალჯერად სარაკეტო სისტემას მიაწვდის, ომი მალე დასრულდება, რაც უფრო ადრე დასრულდება ომი. ნაკლები სამოქალაქო მსხვერპლი, ნაკლები ეკონომიკური ზეწოლა ევროპაზე, ნაკლები რუსული მიგრაცია და საკვების შანტაჟი. ჰიმარები – რუსული ამპარტავნობის დიდი გამომრთველი." - აღნიშნა პოდოლიაკმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ რაკეტებს 80 კმ-მდე სროლის რადიუსით.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press