Foto

ზელენსკი - ჩვენ შევძლებთ იმას, რაც წინა თაობებმა აქამდე ვერ გააკეთეს

ავრობამ, ოპერატორებმა და კონკრეტულმა ბიზნესებმა გაავსო რუსული სისხლიანი ნავთობით საქართველოს პორტები და ტერმინალები, - "ერთიანი ნაცონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა დაასახელა სამი კომპანია, რომლებსაც, მისივე თქმით, საქართველოში რუსული სანქცირებული ნავთობი შემოაქვთ.

მისი თქმით, ასეთი კომპანია ათობით არის, თუმცა მხოლოდ  „ვისოლ ჯგუფს“, „არაგვი იმპექსსა“ და „ლუკოილს“ ასახელებს, რომელსაც სამი დღე აქვთ, რათა "გამოვიდნენ და საჯაროდ თქვან, რომ შეეშვებიან სანქცირებული ნავთობის შემოტანას საქართველოში". 

იმ ფონზე, როდესაც უკიდურესად ძვირდება საწვავი საქართველოში და მოსახლეობას შეძენა ძალიან უჭირს და უკანასკნელი თეთრების გაღება უწევთ, რომ საწვავი იყიდონ, ამასობაში, საქართველოს მთავრობამ, ოპერატორებმა და კონკრეტულმა ბიზნესმა გაავსო რუსული სისხლიანი ნავთობით საქართველოს პორტები და ტერმინალები. უკანასკნელ 5 თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, რუსეთი გადავიდა მომწოდებლებს შორის პირველ ადგილზე, რაც აქამდე ასე არ იყო. ასევე, უკრაინაში გენოციდის დაწყებიდან დღიდან დღემდე, 124 მილიონი დოლარის რუსული ნავთობი შემოიტანა საქართველოს ხელისუფლებამ და ოპერატორებმა. საზოგადოებმა უნდა იცოდეს, რომ რუსული ნავთობი არც ერთადერთია და არც იაფია, თუმცა მთავრობა ცდილობს სისხლიანი ნავთობი შემოიტანონ და დააფინანსონ ოკუპაცია და გენოციდი უკრაინაში. 

მე მინდა დღეს გავ საჯააროვო სამი ახალი კომპანია და ასეთია ათობით, მაგრამ ამ ეტაპზე ვასახელებ სამს, ეს არის პირველი „ვისოლ ჯგუფი“, ვგულისხმობ სოსო ფხაკაძეს, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის  კარზე ლაქია ბიზნესმენს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოში თაღლითურად შემოიტანოს რუსული ე.წ იაფი ნავთობი, რომელსაც მერე ძვირად ყიდის საქართველოს მოქალაქეებზე.  მეორე არის, „არაგვი იმპექსი“, უცნობ კომპანია, იმიტომ რომ ეს კომპანია დაფუძნდა მარტში და მას შემდეგ ეზიდება სანქცირებულ ნავთობ-პროდუქტებს. მათ  უკან დგას მამა-შვილი კაკაბაძეები, რუსეთის მოქალაქეები პეტერბურგში და პუტინის კარზე დაახლოებული პირები და ირაკლი ღარიბაშვილის მეგობრები. და მესამე „ლუკოილი“, რომელიც სხვადასხვა თაღლითური გზებით დაატარებს საქართველოში სანქცრებულ ნავთობ-პროდუქტებს. 

ჩვენ ვაძლევთ სამ დღეს ამ სამ კომპანიას და იმ ათსაც, რომელსაც ჯერ არ ვასახელებთ,რომ გამოვიდნენ და საჯაროდ თქვან, რომ შეეშვებიან სანქცირებული ნავთობის შემოტანას საქართველოში და უკრაინის გენოციდის დაფინანსებას",- ამბობს ხაბეიშვილი.