Foto

ზურაბიშვილი - ვგმობ კობახიძის გამოსვლას, ასეთი ქმედება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს

კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი გამოსვლა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს.

"კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას. "ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა! ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და მას პირის მოწმენდისკენ მოუწოდა.