არახამია გამოირჩევა უბინძურესი მესიჯებით, მიზანი საქართველოს დაზიანებაა . - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არახამიას საქართველოს ომში ჩართვა და „ოცნების „ნაცმოძრაობით" ჩანაცვლება სურს.
"სამწუხაროდ ჩემი უკრაინელი კოლეგა აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც გამოირჩევა უბინძურესი მესიჯებით და ეს თავდასხმა ხდება მაშინ, როდესაც მის ქვეყანაში ომია. რუსეთი ახორციელებს აგრესიულ ომს და ამ ადამიანს სცალია ყოველ მეორე დღეს საქართველოსთვის და იმის მცდელობისთვის, რომ საქართველოც იგივე მდგომარეობაში ჩადგეს, თუ რა უნდა, კაცმა ვერ გაიგო. საქართველოს პიარით არის დაკავებული, თავისი უბინძურესი მესიჯბოქსით, ნაცმოძრაობის მათი ლობისტების, თუ დავალების მიმცემების კვალდაკვალ და ნაცებია ყოლილები არიან ამ მესიჯებს. მთავარი მიზანი რა არის იცით? მიზანი არის საქართველოს დაზიანება. "ქართული ოცნების" ნაცმოძრაობით ჩანაცვლება, ამ ქვეყნის ომში ჩართვა. როგორც მისი კოლეგები, 10-კაციან თატბირებზე რომ მონაწილეობენ ისინიც საუბრბდნენ საქართველოს ომში ჩართვა". - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით არახამიამ განაცხადა, რომ КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press