ამერიკის დადანაშაულება, რომ საქართველოს ომში ჩათრევა უნდა, ემყარება ალბათ ცოდნის ნაკლებობას, თუ უარესს არა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთს არ სურს საქართველოს ომში ჩართვა, ამის მაპროვოცირებელი ქვეყანა - რუსეთია.
"რუსეთი საქართველოს 20%-ის ოკუპირებას ახდენს. რუსეთმა მოახდინა ომის პროვოცირება. მე ვიცი ეს, მე მაშინ ვიყავი ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკის და მომდიოდა დაზვერვის მონაცემები. ვიცოდი, რომ რუსეთმა დაიწყო ომი. იმის შემდეგ, რაც გავაკეთეთ საქართველოსთვის - მტკიცედ ვეწინააღმდეგებით რუსეთს, ამერიკის დადანაშაულება, რომ საქართველოს ომში ჩათრევა უნდა, ემყარება ალბათ ცოდნის ნაკლებობას, თუ უარესს არა. ჩვენ არ გვინდა საქართველოს ომში ჩათრევა",- ამბობს მეთიუ ბრაიზა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press