Foto

მუხთარლი - აუცილებლად ვიჩივლებ ბიძინა ივანიშვილის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ

აუცილებლად ვიჩივლებ ბიძინა ივანიშვილის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ. - ამის შესახებ "მთავარ არხთან" აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ სჯერა ქართული სასამართლოსი და სარჩელს ევროპაში შეიტანს.

"აზერბაიჯანიდან მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩემი გატაცება პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდა. ჩემს გატაცებაში 4 უწყების: უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, სასაზღვრო და საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ბიძინა ივანიშვილის ბრძანების გარეშე ეს არ მოხდებოდა. ადვოკატთან კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. აუცილებლად ვეცდებით, რომ სოსო გოგაშვილმა ჩემი გატაცების საქმეზე პროკურატურას ჩვენება მისცეს.
ჩემი გატაცება პირადად ვახტანგ გომელაურმა დაგეგმა. ამის შესახებ იცოდა მაშინდელმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც. კამერის ჩანაწერები წაშალეს. აუცილებლად ვიჩივლებ ბიძინა ივანიშვილის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ, მათ პასუხი უნდა აგონ ჩადენილი დანაშაულისთვის.
არ მჯერა ქართული სასამართლოსი. სანამ ხელისუფლებაში ივანიშვილის გუნდია, სიმართლის დამტკიცება შეუძლებელია. ამიტომ სარჩელს ევროპაში შევიტან. ჩემი გატაცების გამო აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს 3 მილიონი დოლარი გადაუხადეს. ამ შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანიდან მომაწოდეს. ეს დადასტურებული ფაქტია". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გოგაშვილის თქმით, აფგან მუხთალის გატაცება, გელა ხვედელიძის ცემა ყველაფერი ბიძინას დავალებით ხდებოდა.