დღეს, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პრეზიდენტ ზელენსკის გადასცა სერ უინსტონ ჩერჩილის ჯილდო. - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა.
მათივე თქმით, ზელენსკს ეს ჯილდო იმიტომ გადაეცა, რომ პუტინის ბარბაროსული შემოჭრის წინაშე წარმოუდგენელი გამბედაობას იჩენს.
„დღეს, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პრეზიდენტ ზელენსკის გადასცა სერ უინსტონ ჩერჩილის ჯილდო პუტინის ბარბაროსული შემოჭრის წინაშე წარმოუდგენელი გამბედაობის, დაუმორჩილებლობისა და ღირსებისთვის“. - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი ჯდა ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press