"ქართულ ოცნებას" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი პარტიას ტოვებს და სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ დაკომპლექტებულ ტრიოს უერთდება. ამის შესახებ განცხადება მაჭარაშვილმა პარლამენტში გააკეთა.
მისი თქმით, პარტიის დატოვე ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული წერილის შემდეგ გადაწყვიტა, ვინაიდან "საზოგადოებისთვის საჭიროა სწორი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება".
"მივიჩნიე საჭიროდ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის წერილი და იყო ადეკვატური რეაქცია საზოგადოების მხრიდან, როგორც ჩანს ამართლებს ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის სწორი, ობიექტური, საჭირო ინფორმაციის მიწოდება",- განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "სიმართლის სალაპარაკოდ" პარტია ასევე დატოვეს სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხელ ყაველაშვილმა. მათ შეუერთდნენ ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და "ქართულ ოცნებას" ახალციხის, ჭიათურისა და თერჯოლის საკრებულოს წევრები.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press