ჩვენ არ მივცემთ უფლებას სხვებს დაივიწყონ და დაიღალონ. არც დასავლეთი და არც აღმოსავლეთი. - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ კიევში უკრაინის სახელმწიფოს მეთაურთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსებმა დამსახურებული სასჯელი მიიღონ.
"ჩვენ არ მივცემთ უფლებას სხვებს დაივიწყონ და დაიღალონ. არც დასავლეთი და არც აღმოსავლეთი. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა იმ რუსებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩადენილ დანაშაულებებზე [უკრაინის ტერიტორიაზე] დამსახურებული სასჯელი მიიღონ". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი ჯდა ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press