უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. ვენაში ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარ პროგნოზებზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, უკრაინა ვერ დაამარცხებს რუსეთს ნატო-ს ამჟამინდელი დახმარების გეგმით.
„ამ ფორმით უკრაინა ომს ვერ მოიგებს.ნატოს ქვეყნების სტრატეგიამ ომით განადგურებულ უკრაინას იარაღით და წვრთნით დახმარება გაუწიოს აქამდე აჩვენა, რომ ეს წარმატებამდე არ მიგვიყვანს ევროკავშირმა უნდა შეცვალოს თავისი სტრატეგია, რათა გაუმკლავდეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს და მეტი აქცენტი გააკეთოს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და სამშვიდობო წინადადებების შექმნაზე, ვიდრე გამარჯვებაზე,"- განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკური ვარდნა გამოიწვევს უმუშევრობის მაღალ დონეს, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მან დასძინა, რომ „გაურკვეველია, როგორ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ რეცესია ევროკავშირში, თუ ომი გაგრძელდება.“
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press