Foto

პრემიერი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურდა, რომ სანქციების გვერდის ავლა ქვეყანაში არ დაფიქსირებულა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთრებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებით ანგარიშს ეხმაურება.

პრემიერი ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლა ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.
 
"ბრალდებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ამ თვეების განმავლობაში თითქოს რაღაც გარკვეული სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში დადასტურებულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა ქვეყანაში," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეს არის პასუხი ამ მრავალთვიან, უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც მიმდინარეობდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან.
 
„ჩვენ მაქსიმალური გამჭვირვალობით ვმუშაობთ, ვიმუშავებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ეს არის პასუხი ამ მრავალთვიან, უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც მიმდინარეობდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, "- განაცხადა პრემიერმა.