Foto

რუსმა სამხედროებმა მიკოლაევი დაბომბეს - დაიღუპა 1 ადამიანი

31 ივლისის ღამეს რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის ქალაქი  მიკოლაევი დაბომბეს.ამის შესახებ ქალქის მერმა ალექსანდრე სენკევიჩმა Telegram- ზე განაცხადა.

სენკევიჩის თქმით, ქალაქში კასეტური ჭურვები ჩამოყარეს, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი.  დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

"დღეს მიკოლაევში  მასიური დაბომბვაა. ალბათ ყველა დროის უძლიერესი. ძლიერი აფეთქებები გაისმა ღამისპირველი საათიდან 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა", - განაცხადა მერმა.

როგორც  UNIAN-მა იტყობინება,  რუსმა დამპყრობლებმა  მიკოლაევს  Tornado-S მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ესროლა. დაბომბვის შედეგად ორ უბანში სახლები დაზიანდა. ცნობილია, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.