1 აგვისტოს მდგომარეობით,უკრაინის ომის გამო 693 ბავშვი დაშავდა, 358 დაიღუპა, 203 კი გაუჩინარდა. სულ მცირე 5754 ბავშვი იძულებით გადაასახლეს ან დეპორტირებულ იქნა.ამის შესახებ პრეზიდენტის ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში მრჩეველმა დარია ჰერასიმჩუკმა განაცხადა.
მისი თქმით, სამართალდამცავებმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში მყოფი 4039 ბავშვი იპოვეს, 47 კი დეპორტაციიდან დააბრუნეს.
"დღევანდელი მდგომარეობით, 693 ბავშვი დაშავდა, 358 დაიღუპა, 203 დაიკარგა. სულ მცირე 5754 იძულებით გადაასახლეს და დეპორტირებულ იქნა", - განაცხადა ჰერასიმჩუკმა.
აგრესორი ქვეყანა აცხადებს, რომ დევნილი და დეპორტირებულია მინიმუმ 450 000 ბავშვი რუსეთის ტერიტორიაზე.
" ისინი არ აპირებენ ჩვენი შვილები დაგვიბრუნონ. უკრაინას არასოდეს შექმნია ასეთი საფრთხე ბავშვების სიცოცხლისა და თავისუფლების კუთხით. ამიტომ, ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია [ბავშვების] შესახებ. მნიშბნელოვანია გამოძიება და მათი გადარჩენა“, - განაცხადა ჰერასიმჩუკმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press