Foto

ხოშტარია - ჩვენი ღირსების ამბავია ოლიგარქს უგულო ტრიუკი ხალხის გაყრის არ გამოუვიდეს და ყველა უკრაინელს ქონდეს ჭერი თავზე

 

პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინელების უზრუნველსაყოფად შექმნილი სახელმწიფო პროგრამის დასრულების შემდეგ, დევნილებს მოქალაქეები აქტიურად ეხმარებიან.

მისივე თქმით, ხალხის წყალობით არცერთი უკრაინელი არ დარჩება უსახლკაროდ.

"უამრავი ადამიანი გვეხმიანება, თმობენ ბინებს, მოდიან მანქანებით, რიცხავენ ფულს. ეს გამოცდაც ჩაბარებულია, არცერთი უკრაინელი არ დარჩება გარეთ ხალხის წყალობით

ირიცხება 3 ლარი, 5, 10 და 1000 იც. თელავიდან დარეკა ქალბატონმა ნათელამ, მზესუმზირას ყიდის და 50 ლარი მოვაგროვე უნდა დავდოო, ქართველი დევნილები თავაზობენ საკუთარ ფართს, ქალბატონმა დარეკა ტურისტებზე ვაქირავებდიო, მაგრამ ეხლა უკრაინელებს დავუთმობო (ლუკმა პურია მისი). 

აჭარა სრულად დაბინავებულია თბილისში 200 მდე უკვე დავაბინავეთ კიდევ ვაგრძელებთ. 
ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყველა სასტუმრო უკიდურესად წუხდა საიდანაც უშვებდენ, ზოგო ცოტას იტოვებდა, ზოგი ფასს აკლებდა, ცრემლებით უშვებდენ. 


ჩვენი ღირსების ამბავია ოლიგარქს უგულო ტრიუკი ხალხის გაყრის არ გამოუვიდეს და ყველა უკრაინელს ქონდეს ჭერი თავზე. ეგრე იქნება! 

#GE12BG0000000533362563GEL

აიიპ დროა
#უკრაინელებისთვის
#GE57BG0000000611703900
ელენე ხოშტარია,"- წერს ხოშტარია

ცნობისთვის, თბილისის მერიამ დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის  პროგრამა, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე - 45 ლარი გაიცემა. 

 პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მოუწოდა საზოგადოებს, ბიზნესს და ყველას, ვისაც დახმარების საშუალება აქვს, რომ საქართველოში მყოფ უკრაინელ დევნილებს დაეხმარონ და ქუჩაში არ დატოვონ.