ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში უკვე მესამე ვერტმფრენი ჩამოვარდა. პრაქტიკულად, გაგვინახევრდა ვერტმფრენების პარკი, აქაც ჩანს, რომ ქვეყანაში მართვა არ არსებობს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ ყოველწლიურად ხელფასები და პენსიები გაზარდო, იყიდო ახალი ან გაარემონტო ძველი ვერტმფრენები, ეკონომიკაც უნდა იზრდებოდეს 10-15%-ით
"„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში უკვე მესამე ვერტმფრენი ჩამოვარდა. პრაქტიკულად, გაგვინახევრდა ვერტმფრენების პარკი. აქაც ჩანს, რომ ქვეყანაში მართვა არ არსებობს. კორუფციამ, ნეპოტიზმმა, ტოტალურმა უცოდინრობამ, დამღუპველმა საკადრო პოლიტიკამ გამოშიგნა ჩვენი ქვეყანა. ავია-კატასტროფებიც ამ მოვლენების შედეგია და იგივე ხდება ყველა სფეროში. „ოცნება“ ღუპავს ქვეყანას. ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება და არ უნდა გაგრძელდეს!
რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადებას, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ყოველწლიურ 10 %-იან ზრდასთან დაკავშირებით: იმისთვის, რომ ყოველწლიურად ხელფასები, პენსიები გაზარდო, იყიდო ახალი ან გაარემონტო ძველი ვერტმფრენები, ეკონომიკაც უნდა იზრდებოდეს ყოვეწლიურად 10-15%-ით. ივანიშვილის მმართველობის ათ წელიწადში კი, ეკონომიკა ყოველწლიურად, საშუალოდ 1,1 %-ით იზრდებოდა და ჯამში, 14 %-ით გაიზარდა.
მაშ, რას აპირებს „ოცნება“, რის ხარჯზე ზრდის ხელფასებს?! დაბეჭდავს ლარს, დაარიგებს და ლარის კურსიც 2026 წელს მინიმუმ 1,5-ჯერ დაეცემა. რაც მეტ ეროვნულ ვალუტას დაბეჭდავენ, მით მეტად დაეცემა ლარის კურსი, ასე რომ საჯარო მოხელეებს ლარში ხელფასი გაეზრდებათ და ინფლაციის გათვალისწინებით, დოლარში შეუმცირდებათ. ეს ხომ მორიგი აფერისტობაა?! გამოსავალია ახალი, პროგრესული, სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული მთავრობის მოსვლა. ახალმა მთავრობამ პრაქტიკულად ნულიდან უნდა ააშენოს ექსპორტ-ორიენტირებული ეკონომიკა და ის, როგორც ჩვენი ერისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცესი, უნდა აქციოს საერთო ეროვნულად ამოცანად. ეს არის მომავლის გზა, რომლისკენ სვლაც უნდა განახორციელონ მომავლის ლიდერებ",- ამბობს ოქრიაშვილი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press