ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი ავარიული კორპუსი, ვარკეთილის მესამე მასივში ჩანაცვლდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კააძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალური ხარჯთაღრიცხვა და პროექტი უკვე შედგენილია.
„სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს ხუთსართულიანი მაღალი კატეგორიის ავარიული შენობა, საიდანაც მოსახლეობა უკვე გაგვყავს და ნაწილი ქირით გაყვანილია. მუნიციპალიტეტი ამ შენობის დემონტაჟს და მის ნაცვლად, ახლის მშენებლობას დაიწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალური ხარჯთაღრიცხვა და პროექტი შედგენილია, ექსპერტიზა ჩატარებულია და გამოცხადებულია ბაზრის კვლევა", - განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტისა და კერძო სექტორის თანამშრომლობა, აღნიშნული საპილოტე პროექტი წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press