საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამია, დმიტრი მედვედევის წაშლილ პოსტს.
არახამიას თქმით, თბილისის პრორუსულმა ხელისუფლებამ ეს ჯერ კიდევ ვერ გაიგო.
„საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს, მაგრამ თბილისის პრორუსულ ხელისუფლებას ეს ჯერ კიდევ არ ესმის.
რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელიც აგრძელებს ბიზნესის კეთებას სანქციების გვერდის ავლით და საქართველოს ხელისუფლების, რომელიც აგრესორთან ერთად თამაშობს, მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ შემდეგი საქართველო იქნება. მოსკოვში კი ამას აღარ მალავენ.
ამიტომ დეოლიგარქიზაცია ქართველი ხალხის ნომერ პირველი მიზანი უნდა გახდეს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ევროპაში შესასვლელად და არა რუსი აგრესორის ხელში აღმოსაჩენად",- წერს არახამია.
შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთი უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა პოსტში, რომელიც მოგვიანებით წაიშალა.
პოსტში მედვედევი ამბობდა, რომ ყველა ერი, რომელიც “ოდესღაც დიდ და მძლავრ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა”, მათ ისევ ერთად უნდა იცხოვრონ.
გარდა ამისა, პოსტში საუბარი იყო საქართველოზეც. მედვედევი თვლის, რომ ეს ქვეყანა, რუსეთთან შეერთებამდე, საერთოდ არ არსებობდა. საქართველო რუსეთისკენ ილტვოდა იმიტომ, რომ ესმოდა, რომ რუსეთი მისი ერთადერთი ბუნებრივი მოკავშირე იყო.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press