გერმანიის ყოფილმა კანცლერმა და ვლადიმირ პუტინის მეგობარმა, გერჰარდ შრედერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის ომის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა სურს და მარცვლეულის გადაზიდვაზე შეთანხმება, შესაძლოა, წინგადადგმული გზა იყოს.
მისივე თქმით ექსპორტის შეთანხმება შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტის შტანხმებამდე მივიდეს.
„კარგი ამბავი ის არის, რომ კრემლს სურს ომის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა“, - განუცხადა შრედერმა ყოველკვირეულ Stern-ს და RTL/ntv-ს და დასძინა, რომ იგი გასულ კვირას შეხვდა პუტინს მოსკოვში. ”პირველი წარმატება არის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც შესაძლოა ნელ-ნელა გაფართოვდეს ცეცხლის შეწყვეტამდე.”
შრედერმა, რომელიც გერმანიის კანცლერი იყო 1998 წლიდან 2005 წლამდე, უარი თქვა პუტინის ქმედებების დაგმობაზე, რომელსაც ის დღემდე ახლო მეგობარს უწოდებს.
რუსეთმა და უკრაინამ გააფორმეს შეთანხმება შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის შესახებ და პირველი გემი, რომელსაც უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა მსოფლიო ბაზრებზე მოსკოვის შემოჭრის შემდეგ ხუთი თვის წინ, ღამით თურქეთში ჩავიდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press