პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკის ელჩის, კელი დეგნანისა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას გამოეხმაურა.
პაპუაშვილს აინტერესებს, რა მიზნით შეხვდა კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს "ხელისუფლების ზურგს უკან".
"მგონია, რომ საკმარისად მოვისმინეთ სხვადასხვა სახის განმარტებები, კითხვები, პასუხები თუ ასე შემდეგ და მგონი შეგვიძლია, ორი რამ დავასკვნათ. ერთი - არანაირი სანქცია კონკრეტული მოსამართლის წინააღმდეგ არ არსებობს, ეს დადასტურდა და მეორე - ამერიკის ელჩს ჰქონდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან ომის შემდეგ.ეს ორი ფაქტი დადასტურდა აქედან დასკვნები ჩვენ უნდა გამოვიტანოთ.
კერძოდ, პირველ შემთხვევას რაც შეეხება, თუკი არანაირ სანქცია არ არსებობს, მაშინ რა იყო ეს დაბარება და მოსამართლის მოხსნა იმ პროგრამიდან, რომელშიც ის იყო. იყო ეს თვითნებობა საელჩოს რომელიმე თანამშრომლის თუ არა. მეორე - როდესაც ხდება საქართველოს ხელისუფლების ზურგს უკან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრას. რა თქმა უნდა, ეს საკითხები არის, რომელიც ტრიალებს და რომელიც ფაქტებიდან გამომდინარე რჩება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press