უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ აუცილებელია ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, თუ ლუკაშენკოს არმია უკრაინის ომში ჩაერევა.
კულებამ Ukrinform- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არსებული შეთანხმებით, უკრაინას ბელარუსის ტერიტორიიდან საფრთხე არ ემუქრება. მაგრამ კიევს სწორედ ბელორუსის საზღვრიდან დაესხნენ თავს.
"ჩვენ არ გვაქვს ილუზია ბელორუსთან დაკავშირებით.ვაანალიზებთ, თუ რა ხდება და როგორ არ მივცეთ ლუკაშენკას დამატებითი მიზეზები გარკვეული გადაწყვეტილებების მისაღებად. მე ეს უკვე საჯაროდ ვთქვი და ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. თუ ბელარუსის შეიარაღებული ძალები ჩაერევა უკრაინაში დაუყოვნებლივ შევთავაზებ მათთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას“, - განაცხადა მან.
კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსი ნამდვილად არის უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press