Foto

კობახიძე სავიზო რეჟიმზე - წინა ხელისუფლებამ, ჩვენი ომის, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აამოქმედა რეჟიმი, რომელიც მოქმედებს დღემდე

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება ირაციონალურია.

კობახიძის თქმით, ის სავიზო პოლიტიკა, რაც რუსეთთან მიმართებით საქართველოში დღეს მოქმედებს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წინა ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა და მისი შეცვლა უკრაინის ომის გამო - ირაციონალურია.

"ერთ-ერთი ტელევზიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების რაოდენობა მოსახლეობის 10%-ს შეადგენს, რაც არის ტყუილი. 6 თვის განმავლობაში დაახლოებით 240 0000 რუსი ტურისტი შემოვიდა, მათი მეათედი იმყოფება მუდმივად სააქართველოში, რაც მოსახლეობის 1%-იც კი არ არის. იმ პოლიტიკის შეცვლა, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ამოქმედდა წინა ხელისუფლების პირობებში, ეს რომ შევცვალოთ უკრაინის ომის გამო,  უბრალოდ ირაციონალურია. წინა ხელისუფლებამ, ჩვენი ომის, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აამოქმედა ის სავიზო რეჟიმი, რომელიც მოქმედებს დღემდე," - განაცხადა კობახიძემ. 

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება, კობახიძე ამბობს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის ნებისმიერ განცხადებას "ყველა უნდა გაემიჯნოს, ვინაიდან მას ომისკენ მოწოდებები ჰქონდა".