აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ჩინეთი ვერ მოახდენს ტაივანის იზოლირებას აშშ-ს ოფიციალური პირების ვიზიტების შეზღუდვით.
პელოსიმ, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს კონგრესის დელეგაციას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, დასძინა რომ მისი ვიზიტი „სტატუს კვოს შეცვლას არ ეხებოდა.“
"ჩინეთმა დარტყმების საბაბად, ალბათ, ჩვენი ვიზიტი გამოიყენა.. ჩინელები ცდილობდნენ ტაივანის იზოლირებას, თუმცა ამას ვერ შეძლებენ,"- განაცხადა პელოსიმ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს, ადგილობრივი დროით გვიან საღამოს ჩავიდა.
თვითმფრინავის დაფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც პელოსის მოგზაურობას „ჩინეთის პოლიტიკის სერიოზულ დარღვევა" უწოდა, რომელიც ჩინეთის სუვერენიტეტს არღვევდა, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას.
მათივე თქმით, ეს ტაივანის სრუტეში და „არასწორ სიგნალებს" აგზავნის „ტაივანის დამოუკიდებლობის" მხარდამჭერებისთვის.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press