კრემლი უარყოფს ნატოს კრიტიკას და ალიანსს „მსოფლიო წესრიგისთვის საფრთხის“ შექმნაში ადანაშაულებს.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში არის თავდასხმა მიმდინარე მსოფლიო წესრიგზე და ევროპა „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშიშ სიტუაციაშია,“ საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ეს კომენტარები და თქვა, რომ კონფლიქტი ნატო-მ გამოიწვია
"რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატო-სგან განსხვავებით, რომელმაც განახორციელა 2014 წელს ხელისუფლების ცვლა უკრაინაში ეს ვითარება უკვე რამდენიმე ათეული წელია მწიფდება და ბევრ რამეში ეს ნატო-ს პოლიტიკით იყო გამოწვეული, რადგან მათ საზღვრები რუსეთთან დააახლოვეს, ამან ჩვენთვის დამატებითი საფრთხეები შეიქმნა აქედან მოდის მსოფლიო წესრიგის საფრთხე . ამიტომ, ჩვენ არ ვეთანხმებით სტოლენბერგის განცხადებას“, - განაცხადა პესკოვმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press