აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, თორნიკე რიჟვაზე, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას და მათი გაზრდილი რაოდენობის შესახებ საზოგადოებაში არსებულ უკმაყოფილებას ეხმაურება.
რიჟვაძე რუსეთის მოქალაქეების დიდ ნაკადს წარმატებულ ტურისტულ სეზონს უკავშირებს და აცხადებს, რომ ტურიზმი პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა, რაც „მტრებს“ არ უხარიათ. მთავრობის ხელმძღვანელის განმარტებით, „პროვოკაციები თავიდან იქნება აცილებული.“
"მე მინდა მივუსამძიმრო ჩვენს მტრებს, ვინაიდან როგორც ეკონომიკურ ასევე ტურიზმი ძალიან სწრაფად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. რა თქმა უნდა მიზანმიმართული კამპანია და პროპაგანდა, რაც მიმდინარეობს მიმართულია და მიზნად ისახავს, რომ როგორმე ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მტრებმა ჩაშალონ სეზონი და რა თქნა უნდა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროვოკაციები იქნეს თავიდან აცილებული. წლევანდელი ტურისრული სეზონი ისტორიაში ყველაზე წარმატებული იქნება,"- აცხადებს რიჟვაძე
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press