Foto

ზელენსკი - დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებისათვის საზღვარი სრულად უნდა ჩაკეტონ

 რუსეთის შეჩერერების ერთადერთი გზა  დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის ყველა მოქალაქისთვის საზღვრების ჩაკეტვაა,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

The Washington Post-თან ფართო ინტერვიუში ზელენსკიმ განმარტა, რომ ”ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების ჩაკეტვაა, რადგან რუსები სხვას მიწას ართმევენ”. მისი თქმით, რუსებმა უნდა "იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, სანამ არ შეცვლიან თავიანთ ფილოსოფიას".

ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ რუსეთის ყველა მოქალაქისთვის საზღვრების ჩაკეტვა,  უსამართლობაა მათ მიმართ, ვინც  ქვეყანა დატოვა, რადგან ისინი არ ეთანხმებიან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავრობას და მის გადაწყვეტილებას უკრაინაზე თავდასხმის შესახებ.

ზელენსკიმ განმარტა, რომ ასეთ განსხვავებებს მნიშვნელობა არ აქვს: 

„რომელი რუსიც არ უნდა იყოს… ვაიძულოთ ისინი წავიდნენ რუსეთში მაშინ გაიგებენ. ისინი იტყვიან: „ამ [ომს] ჩვენთან საერთო არაფერი აქვს. მთელი მოსახლეობა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, არა?' შესაძლებელია. მოსახლეობამ აირჩია ეს ხელისუფლება და არ ებრძვის, არ აპროტესტებს. არ გინდა ეს იზოლაცია? თქვენ ეუბნებით მთელს მსოფლიოს, რომ მან უნდა იცხოვროს თქვენი წესებით. მაშინ წადით და  იქ იცხოვრეთ. ეს არის პუტინზე გავლენის მოხდენის ერთადერთი გზა',- განაცხადა ზელენსკიმ.