რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ იპოვეს რუსებმა დონბასში უკრაინის მიერ დაქირავებული მებრძოლების მონაცემები ქალაქ ლისიჩანსკში.
სიუჟეტში ფიგურირებს ქართველი პროფესიონალი სამხედრო, მიხეილ ქამხაძე, რომელიც, რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინელების ინსტრუქტორი იყო და მათ ნატო-ს სტანადრტების წვრთნებს უტარებდა. ქამხაძე, რომელიც ახლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, ამბობს, რომ თავისი საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან არ გაუტანია და დოკუმენტები უწყებაში უნდა ყოფილიყო დაცული.
ქართველი სამხედრო ვარაუდობს, რომ უწყების არქივის დეპარტამენტმა საქმე კრემლს მიჰყიდა.
„ლონდონი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ო...
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
Mana press