ჩემთვის არ არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული, აბსურდული პოზიციები,- ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომ საქართველომ უნდა აირჩიოს მხარს უჭერს თავისუფლებას თუ ავტოკრატიას.
ოხანაშვილი პოდოლიაკს საქართველოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო პოზიციების დაფიქსირებაში ადანაშაულებს.
"ჩემთვის არ არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული, აბსურდული პოზიციები. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესების, ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, ვერ იქნება განხილული ჩვენი მხრიდან, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები აკეთებენ ჩვენი ქვეყნისადმი მტრულ განცხადებებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესები მათთვის არაფერს ნიშნავს," - განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით,ისევე როგორც ევროპის ყველა სხვა ქვეყანამ, საქართველომ უნდა აირჩიოს, კაციჭამიები, თუ ადამიანები, ვინც თავს იცავენ.თითოეულმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს, გააზრებული არჩევანი, იმაზე თუ რა არის ისტორიულ პერსპექტივაში მათთვის მნიშვნელოვანი. ამასთან საქართველომ ეს 2008 წელს თავად იხილა, თუმცა უფრო დიდი მასშტაბით, მეტი სისხლისღვრითა და კაციჭამიაობით.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press