სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის ყოფილი უფროსი ი.ლ. და ერთი მოქალაქე ბ.გ. დააკავეს,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ოზურგეთის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა, მოქალაქის დახმარებით წვევამდელისათვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის არაოფიციალურად გადავადების სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო 1 500 ლარი.
მათივე ცნობით, გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.
ოზურგეთის მერიის დაკავებული ყოფილი თანამშრომელი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press