24 თებერვლის შემდეგ უკრაინის საზღვარი 10,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. - ამის შესახებ ინფორმაციას, გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ავრცელებს.
მათივე თქმით, ეს მონაცემები მუდმივად ცვალებადი და განახლებადია.
"10,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა უკრაინის საზღვარი 24 თებერვალს რუსეთის შემოჭრის შემდეგ, მონაცემები მუდმივად იცვლება". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press