უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმში შეჭრით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი ყირიმში ტერორისტულ საქმიანობას ეწევა და მსოფლიო იწყებს იმის აღიარებას, რომ მან „შეცდომა დაუშვა 2014 წელს, როდესაც გადაწყვიტა სრული ძალით არ ეპასუხა რუსეთის პირველ აგრესიულ ნაბიჯებზე“. მისივე თქმით, ნახევარკუნძულზე ოკუპანტების არსებობა საფრთხეს უქმნის ევროპასა და გლობალურ სტაბილურობას.
"დღეს ყირიმის თემა ყურადღების ცენტრშია. და სამართლიანადაც ასეა, რადგან ყირიმი უკრაინის მიწაა და ჩვენ არასდროს დავთმობთ მას. არ დაგვავიწყდება, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის ოკუპაციასთან ერთად დაიწყო.რუსეთმა ჩვენი ნახევარკუნძული, რომელიც ყოველთვის იყო და დარჩება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად აქცია. რუსეთმა ყირიმს მოუტანა მასიური რეპრესიები, ეკოლოგიური პრობლემები, ეკონომიკური უიმედობა და ომი, შავი ზღვის რეგიონი ვერ იქნება უსაფრთხო, სანამ ყირიმი ოკუპირებულია. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ბევრ ქვეყანაში არ იქნება სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობა, სანამ რუსეთი შეძლებს ჩვენი ნახევარკუნძულის სამხედრო ბაზად გამოყენებას.რუსეთის ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ, მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ დაიწყო ყირიმით და უნდა დასრულდეს ყირიმით, მისი განთავისუფლებით. დღეს შეუძლებელია იმის თქმა, როდის მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ მუდმივად ვამატებთ საჭირო კომპონენტებს. ყირიმის განთავისუფლების ფორმულა.მე ვიცი, რომ ჩვენ დავბრუნდებით უკრაინულ ყირიმში“- განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს აფეთქებები მოხდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის საკის რაიონში, ნოვოფედორივკაში მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე. რუსეთის მიერ დანიშნულმა "ყირიმის მეთაურმა" სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყირიმში საკის აეროდრომზე არავის გაუსროლია, მაგრამ რატომღაც მოხდა საბრძოლო მასალის აფეთქება . მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყარომ TASS-ს განუცხადა, რომ აფეთქებები " სახანძრო უსაფრთხოების დარღვევამ " გამოიწვია.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ არ იცოდნენ, რამ გამოიწვია აფეთქებები და შემდგომ ხანძარი საკის აეროდრომზე ნოვოფედორივკას მახლობლად.უკრაინის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის მტკიცებით, კიევი არ მონაწილეობდა ნოვოფედორივკას აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებში, მაგრამ დასძინა, რომ აფეთქების უკან შესაძლოა უკრაინელი პარტიზანები იდგნენ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press