Foto

ოკუპირებულ ყირიმში „ტერორისტული საფრთხის“ მაღალი დონე გამოცხადდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში „ტერორისტული საფრთხის“ მაღალი (ყვითელი) დონე,  გამოცხადდა რომელიც ძალაში უკრაინის დამოუკიდებლობის დღემდე, 24 აგვისტომდე  დარჩება.

როგორც ე.წ. ყირიმის მეთაურმა განმარტა „ტერორისტული საფრთხის“ დონე ყირიმის რიგ რაიონებში და სტრატეგიულ ობიექტებზე გამოცხადდა.

"9 აგვისტოდან 24 აგვისტომდე იქნება ტერორისტული საფრთხის მაღალი (ყვითელი) დონე რიგ რაიონებში და ყირიმში სტრატეგიულ ობიექტებზე.არმიანსკის, ჟანკოის, კრასნოპერეკოპსკის მუნიციპალურ რაიონებში და ჟანკოის და კრასნოპერეკოპსკის ოლქებში;

ტრანსპორტის სამინისტროს, საბინაო და კომუნალური მომსახურების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, ენერგეტიკისა და საწვავის სამინისტროს, სამრეწველო პოლიტიკის სამინისტროს და წყლის მართვისა და მელიორაციის სახელმწიფო კომიტეტს,"- წერს სერგეი აქსიონოვი Telegram- ში.

აქსიონოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ზომები მიღებულია ყირიმისა და მისი მაცხოვრებლების უსაფრთხოებისა და ტერორიზმისგან დაცვის უზრუნველსაყოფად.

„ეს ღონისძიება არის ექსკლუზიურად პრევენციული, ვინაიდან სიტუაცია რეგიონში სრულად არის სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ“, დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს  აფეთქებები მოხდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის საკის რაიონში, ნოვოფედორივკაში მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე. ე.წ და რუსეთის მიერ დანიშნულმა "ყირიმის მეთაურმა" სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმში საკის აეროდრომზე არავის გაუსროლია, მაგრამ რატომღაც მოხდა საბრძოლო მასალის აფეთქება . მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყარომ TASS-ს განუცხადა, რომ აფეთქებები " სახანძრო უსაფრთხოების დარღვევამ " გამოიწვია.

The New York Times ციტირებს "უმაღლეს უკრაინელ სამხედრო ჩინოვნიკზე დაყრდნობით წერს, რომ საჰაერო ბაზაზე აფეთქების უკან უკრაინული ძალები იდგნენ.

უკრაინის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ კიევი არ მონაწილეობდა ნოვოფედორივკას აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებში, მაგრამ დასძინა, რომ აფეთქების უკან შესაძლოა უკრაინელი პარტიზანები იდგნენ.