უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მზად არის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის დასაყებებლად თუ მასში სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც არესტოვიჩმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა, ომისა და საომარი მდგომარეობის დროს საპრეზიდენტო ამბიციებზე საუბარი არასწორად მიაჩნია.
„ჩემი რეიტინგი ახლა პრეზიდენტის რეიტინგია. მე არ ვემიჯნები პრეზიდენტს. და არასდროს ვემიჯნები იმ ადამიანებს, ვისთანაც ვმუშაობ. შეიძლება განსხვავებული აზრი მქონდეს, მაგრამ ვერასოდეს დავუპირისპირდები.. იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი მუშაობის პრინციპი," - განაცხადა არესტოვიჩმა.
„თუ ზელენსკი იყრის კენჭს მეორე ვადით, ბუნებრივია, მე არ ვიყრი, არავითარ შემთხვევაში, ეს ტექნიკურად შეუძლებელია“, - დასძინა არესტოვიჩმა და დაადასტურა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ის თვითონ მივა არჩევნებზე.
ცნობისთვის, პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ომი რუსეთის ფედერაციასთან ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის დროს დასრულდება, რადგან არ შეიძლება არჩევნების ჩატარება საომარი მდგომარეობის დროს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press