ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება გამოაცხადა და მაისში დაწესებული მაქსიმალური ანტიეპიდემიური ზომების გაუქმება ბრძანა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ, კიმ იო ჩენმა, ვირუსის გავრცელებაში სამხრეთ კორეა დაადანაშაულა. იგი ამბობს, რომ მის ძმას ციებ-ცხელების ნიშნები ჰქონდა და მძიმედ იყო ავად. ეს ეჭვს აჩენს, რომ კორონავირუსი, შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის ლიდერსაც ჰქონოდა.
კიმ იო ჩენის თქმით, რომელიც ქვეყანაში გავლენიანი მაღალჩინოსანია, ფხენიანი საპასუხო ზომებისთვის ემზადება.სეული ბრალდებებს უარყოფს და მათ "უსაფუძვლოს" უწოდებს.
„ჩრდილოეთ კორეამ უნდა შეინარჩუნოს ფოლადის ძლიერი ანტიეპიდემიური ბარიერი და გააძლიეროს ანტიეპიდემიური სამუშაოები ჯანმრთელობის გლობალური კრიზისის დასრულებამდე“,- ნათქვამია სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მოხსენებაში.
ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ რომ ავტორიტარულმა ჩრდილოეთმაპანდემია სოციალური კონტროლის გასამკაცრებლად გამოიყენა და გამარჯვების გამოცხადება შეიძლება ვაჭრობის აღდგენისთვის გახდა საჭირო, რომელიც საზღვრების ჩაკეტვით და სხვა შეზღუდვებით იყო შეზღუდული.დამკვირვებლებმა ასევე განმარტეს, რომ ამ განცხადებამ შესაძლოა გზა გაუხსნას ჩრდილოეთს 2017 წლის შემდეგ პირველად ბირთვული იარაღის გამოცდის ჩასატარებლად.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press