თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ შინდისის გმირების მემორიალის გახსნას სექტემბერში იგეგმება.
შინდისში, დაღუპულთა ოჯახის წევრებთან საუბრისას ბურჭულაძემ განმარტა, რომ მემორიალის დასასრულებლად დამატებითი დრო არის საჭირო. მონუმენტი 2020 წელს უნდა გახსნილიყო.
" მე მოხარული ვარ, რომ ოჯახის წევრებისგან მოვისმინე მადლიერება. ჩვენ ერთ წელიწადში შევძელით, ფაქტობრივად დავასრულეთ მონუმენტი. ვგეგმავთ, რომ სექტემბერში გვექნება გახსნა აღნიშნული მონუმენტის. ჩვენ გვქონდა მონუმენტის ესკიზის სხვა ვერსია, თუმცა ოჯახების თხოვნით და მათთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ შეგვენარჩუნებინა არსებული ესკიზი და ფაქტობრივად, დავასრულეთ. დღეს მაქსიმალურად ვეცადეთ, შთაბეჭდილება ყველას შექმნოდა, თუ როგორ გამოიყურება მონუმენტი", - ამბობს ბურჭულაძე.
შეგახსენებთ, რომ მონუმენტთან ერთად ადგილზე შინდისის გმირების მუზეუმის გახსნაც იგეგმება
ცნობისთვის, 14 წლის წინ, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა.სოფელ შინდისთან, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press