სამხედრო აეროდრომ „საკის“ ტერიტორიაზე მომხდარმა აფეთქებებმა რუსეთის ფედერაციის საზღვაო ავიაციის შესაძლებლობების დაქვეითება გამოიწვია,- ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.
დაზვერვის ცნობით, ახლა რუსული მხარე ოკუპირებულ ყირიმს თავის „უსაფრთხო ზონად“ არ მიიჩნევს.
„რუსული ფლოტის საზღვაო ავიაციის შესაძლებლობები ახლა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია. ეს ინციდენტი, სავარაუდოდ, აიძულებს რუსეთის არმიას გადახედოს საფრთხის აღქმას. ყირიმი აღარ აღიქმება როგორც უსაფრთხო უკანა ზონა”- აღნიშნულია განცხადებაში.
დაზვერვის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საკის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების თავდაპირველი მიზეზი უცნობია, თვითმხილველების ვიდეოზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი ოთხი დაუფარავი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგია.
„მინიმუმ ხუთი Su-24 FENCER გამანადგურებელი-ბომბდამშენი და სამი Su-30 FLANKER H მრავალფუნქციური თვითმფრინავი”,- წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ყირიმში აფეთქებები გაისმა საკის ავიაბაზაზე, სადაც რუსული გამანადგურებლები და ბომბდამშენები იყვნენ განლაგებული, რომლებიც ახორციელებდნენ რეიდებს.
მეორე დღეს უკრაინის საჰაერო ძალებმა დაადასტურა ოკუპირებულ ყირიმში აეროდრომზე ცხრა თვითმფრინავის განადგურება, მაშინ როცა უკრაინულმა მხარემ პასუხისმგებლობა არ აუღია ამ დარტყმებზე, უფრო მეტიც, თავად ოკუპანტები აფეთქებების სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავ მიზეზებს ასახელებდნენ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press