FBI-ის აგენტები პირველი ლედის ტანსაცმელში და პირად ნივთებში იქექებოდნენ,- ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამნაცხადა.
მისი თქმით, დილის 6:30 საათზე, არსაიდან და გაფრთხილების გარეშე, მარ-ა-ლაგო დაარბიეს.
„ჩემი ადვოკატები და წარმომადგენლები სრულად თანამშრომლობდნენ და ძალიან კარგი ურთიერთობა დამყარდა. ხელისუფლებას შეეძლო ჰქონოდა ის, რაც უნდოდა, თუ ის ჩვენ გაგვაჩნდა.
ყველაფერი კარგად იყო, უკეთესი, ვიდრე წინა პრეზიდენტების უმეტესობის შემთხვევაში, და შემდეგ, არსაიდან და გაფრთხილების გარეშე, მარ-ა-ლაგო დაარბიეს, დილის 6:30 საათზე, აგენტების ძალიან დიდი რაოდენობით, ასევე სეიფები.
ახლა გავიგე, რომ ისინი პირველი ლედის ტანსაცმელში და პირად ნივთებში იქექებოდნენ”,- განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ CNN-ის ცნობით, იუსტიციის დეპარტამენტს ტრამპის წინააღმდეგ ორი გამოძიება აქვს დაწყებული, საიდანაც ერთ-ერთი საიდუმლო დოკუმენტების გატანა-დამუშავებას ეხება, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ჩხრეკა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press