Foto

პოდოლიაკი - ჩვენს სამყაროსა და ჯოჯოხეთს შორის გამყოფი ხაზი ახლა უკრაინაა, ბოროტებას განსაწმენდელში ეგზორციზმის იარაღით გავაბრუნებთ

ჩვენს სამყაროსა და ჯოჯოხეთს შორის გამყოფი ხაზი ახლა უკრაინაა, ბოროტებას განსაწმენდელში ეგზორციზმის იარაღით გავაბრუნებთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, დამწვარი მინდვრები უკრაინაში ესაა „რუსული სამყაროს“ სახე: ნგრევა, სიკვდილი და განადგურება.

„დამწვარი მინდვრები უკრაინაში. ეს არის „რუსული სამყაროს“ სახე: ნგრევა, სიკვდილი და განადგურება. რუსეთის ყველაზე დიდი სურვილია ევროპა ასეთი ნახოს. ჩვენს სამყაროსა და ჯოჯოხეთს შორის გამყოფი ხაზი ახლა უკრაინაა და ჩვენ ბოროტებას გავაბრუნებთ განსაწმენდელში. საჭიროა მხოლოდ ეგზორციზმის იარაღი“,- წერს პდოდლიაკი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.