Foto

Reuters - ყაზახეთი ნედლი ნავთობის ნაწილს რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა ნავთობსადენის გამოყენებით გაყიდის

Reuters-ის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ყაზახეთი, ნედლი ნავთობის ნაწილს  რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით გაყიდის.

მედიის ინფორმაციით, ნავთობის გაყიდვა სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყება.20 წლის განმავლობაში ნავთობი CPC მილსადენით  რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკში იგზავნებოდა, რომელიც  გლობალურ ბაზარზე წვდომას უზრუნველყოფდა.

ივლისში რუსეთის სასამართლო  CPC-სს დახურვით დაემუქრა, რამაც  ყაზახეთის მთავრობა და მსხვილი უცხოელი მწარმოებლები აიძულა   სხვა მარშრუტის უზრუნველსაყოფად  კონტრაქტები დადონ

 ექსპერტები ამბობენ, რომ არცერთი ალტერნატივა არ არის ისეთი პრაქტიკული, როგორც CPC მილსადენი, რაც ზრდის ენერგეტიკულ ბაზრებზე შემდგომი არასტაბილურობის რისკს.

მას შემდეგ, რაც რუსეთი თებერვალში  უკრაინაში შეიჭრა, ნავთობის საერთაშორისო ფასმა14 წლის მაქსიმუმს  მიაღწია და ივლისში ბარელზე საშუალოდ $100-ზე მეტი იყო.