Foto

ზელენსკი რომის პაპს - ჩვენს ხალხს მსოფლიო სასულიერო ლიდერების მხარდაჭერა სჭირდება

ვესაუბრე პაპ ფრანცისკეს. მას ინფორმაცია მივაწოდე რუსეთის ფედერაციის აგრესიისა და საზარელი დანაშაულების შესახებ. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელებს მსოფლიო სასულიერო ლიდერების მხარდაჭერა სჭირდება.

"ვესაუბრე პაპ ფრანცისკეს. მას ინფორმაცია მივაწოდე რუსეთის ფედერაციის აგრესიისა და საზარელი დანაშაულების შესახებ, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ სჩადის. მადლობლები ვართ პონტიფიკის უკრაინისთვის ლოცვის გამო. ჩვენს ხალხს მსოფლიო სასულიერო ლიდერების მხარდაჭერა სჭირდება, რომლებმაც მსოფლიოს სიმართლე უნდა მიაწოდონ იმ საშინელების შესახებ, რასაც აგრესორი უკრაინაში აკეთებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა