კონგრესში განიხილება ინიციატივა, რომ რუსეთი „ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ“ იყოს აღიარებული, ამ ინიციატივის რეალიზაცია თუ მოხდება, ვაშინგტონი გადაკვეთს იმ წერტილს, როცა უკან დაბრუნება შეუძლებელი გახდება. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ყველაზე სერიოზულ ზიანს მიაყენებს ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებს, რაც გამოიწვევს მათი დონის შემცირებას და გაწყვეტასაც.
"კონგრესში განიხილება ინიციატივა, რომ რუსეთი „ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ“ იყოს აღიარებული, ამ ინიციატივის რეალიზაცია თუ მოხდება, ვაშინგტონი გადაკვეთს იმ წერტილს, როცა უკან დაბრუნება შეუძლებელი გახდება და ყველაზე სერიოზულ ზიანს მიაყენებს ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებს, რაც გამოიწვევს მათი დონის შემცირებას და გაწყვეტასაც კი“. - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press