საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წლის გასვლას სოციალურ ქსელში გგამოეხმაურა.
პააპუაშვილი აფხაზებს მიმართავს. მისი თქმით, სამშვიდობო პოლიტიკით აუცილებლად მოვიშუშებთ საერთო ჭრილობას და ევროპული სახელმწიფოს შენებას გავაგრძელებთ.
“ჩვენს ქვეყანას მრავალი ქარტეხილი გამოუვლია -
ტრაგიკულია ისტორია, რომელიც 30 წლის წინ, ამ დღეს უკავშირდება. ომი, რომელმაც ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე საკუთარ კერას მოწყვიტა. ომი, რომელსაც ათასობით სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას.
ჩვენი ურყევი სამშვიდობო პოლიტიკით, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, აუცილებლად მოვიშუშებთ საერთო ჭრილობას და ერთად გავაგრძელებთ ძლიერი, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას.
ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ამ ისტორიას ვერავინ შეცვლის!,“- წერს პაპუაშვილი,
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press