Foto

აფეთქება ერევანში - დაიღუპა ერთი, დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სავაჭრო ცენტრ სურმალუში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 45-ს მიაღწია, ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება Trend სომხურ მედიაზე დაყრდნობით.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ოთხ ადგილას მიმდინარეობს. სამუშაოებში ერევნის მუნიციპალიტეტის თოთხმეტი წყალგამტარი, რვა სატვირთო და სამი ტრაქტორია ჩართული. ცეცხლი 2 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. 

სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიებიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქება უკავშირდება სავაჭრო ცენტრში, ერთ-ერთ მაღაზიაში არსებულ პიროტექნიკას.