Foto

პოდოლიაკი - „მარიუპოლის ციხეები“ რუსეთის ოფიციალური სამხედრო დანაშაულია

„მარიუპოლის ციხეები“ რუსეთის ოფიციალური სამხედრო დანაშაულია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დროა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა და მისმა პრეზიდენტმა, თავიანთი მიზანი გაიხსენონ და რეპუტაციაზე იფიქრონ.

„ყველა სამხედრო ტყვე და განსაკუთრებით "აზოვსტალის" მცველები არიან მებრძოლები, რომლებიც კანონიერად იცავდნენ თავიანთ ქვეყანას. შესაბამისად „მარიუპოლის ციხეები“ რუსეთის ოფიციალური სამხედრო დანაშაულია. დროა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა და მისმა პრეზიდენტმა, პეტერ მაურერმა თავიანთი მიზანი გაიხსენონ და რეპუტაციაზე იფიქრონ“,- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.