ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ. - ამის შესახებ ლატვიის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა.
მისივე თქმით, კანონი სამუშაო და საზოგადოებრივ ადგილებში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვას ითვალისწინებს.
"პრაქტიკა ისეთია, რომ ლატვიელებმა უნდა იცოდნენ რუსული ენა ბევრ სიტუაციაში, მაგრამ ამის დაშვება არ შეიძლება, გარდა გარკვეული შემთხვევებისა, რაც კანონში იქნება ჩამოთვლილი, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ლატვიური ენა უნდა იყოს გამოყენებული საქმიან ურთიერთობებში და სამუშაო ადგილზე კომუნიკაციისთვის“. - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press