უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხებზე მრჩეველთა საბჭოს შექმნის შესახებ. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„მრჩეველთა საბჭო შეიქმნა იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს უკრაინის დეოკუპაციის, რეინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე საქმიანობის კოორდინაციას, უკრაინის მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას, შედეგების დაძლევას და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ასევე სახელმწიფოს, მის მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს შეიარაღებულ აგრესიასა და უკრაინის ტერიტორიის დროებით ოკუპაციასთან, აგრეთვე ყირიმის პლატფორმის საქმიანობის ფარგლებში პროექტებსა და ღონისძიებებთან დაკავშირებით”,- წერია დოკუმენტში.
ამასთან, ზელენსკის განკარგულებით, ამ მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის შესახებ წინადადებები პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა უნდა გააკეთოს.
განკარგულება ძალაში, დღეიდან შევიდა. საკონსულტაციო საბჭოს ხელმძთვანელი პრეზიდენტი იქნება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press