კანადამ 320 მლნ დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. - ამის შესახებ ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს.
მათივე თქმით, კანადა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთს სანქციები დაუწესა.
"კანადამ 320 მლნ დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა, რაც ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი მხრიდან". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press