Foto

გაეროს გენერალური მდივანი ზელენსკის და ერდოღანს შეხვდება

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი 18 აგვისტოს, უკრაინის ქალაქ ლვოვში  პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ გუტიერესი ოდესაში ჩავა და  იმ პორტს მოინახულებს, რომლიდანაც  მიღწეული შეთანხმების მიხედვით ხორბლის ექსპორტი ხორციელდება.

"გენერალური მდივანი ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტის მიწვევით, ლვოვში ჩავა სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობისთვის, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი", - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა.