რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევში პეტრო მოგილას სახელობის შავი ზღვის ეროვნულ უნივერსიტეტზე ორი სარაკეტო იერიში განახორციელეს, - ამის შესახებ ნიკოლაევის მერმა, ალექსანდრ სენკევიჩმა განაცხადა.
მისივე თქმით, წუხელ იქ ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა.
"რაშისტებმა ნიკოლაევში კიდევ ერთი უნივერსიტეტი დაბომბეს...წუხელ იქ ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. ესენი არიან ნამდვილი ტერორისტები, რომლებიც ცინიკურად აგრძელებენ ჩვენი სასწავლო დაწესებულებების განადგურებას". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press